სიახლეები
01 ოქტომბერი
2018

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე

4 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, მზიურში მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება და ბავშვებისათვის საინტერესო სხვადასხვა ინტერაქტიულ-შემეცნებითი აქტივობები ჩატარდება. 

მოეწყობა საინფორმაციო ხასიათის დისკუსია, თუ რა პასუხისმგებლობა და მოვალეობები აქვს ცხოველის პატრონს.

ღონისძიების ფარგლებში ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის ბინადარი, დაკარგული და მიუსაფარი ცხოველების გაჩუქების აქციაც გაიმართება.

ღონისძიება ახალ მზიურში, ,,მურადას კლუბში“ - 16:00 საათიდან 19:00 საათამდე ჩატარდება

აღნიშნული აქტივობების მიზანია, მოზარდებში ცნობიერების ამაღლება, საზოგადოებისათვის ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეხსენება და თავშესაფრის ცხოველების გაჩუქება.

ღონისძიება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ცხოველთა უფლებების კომიტეტისა და მურადას კლუბის ორგანიზებით ჩატარდება.