სიახლეები
24 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექციების კურსი ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, შინაური ცხოველების შესახებ საჯარო ლექციების კურსი ჩატარდება. 

კურსი 13 ლექციას მოიცავს და დასწრება, რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ლექციების თემებია: 

  • ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები; (სპიკერი: დალი ბერეკაშვილი)
  • ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი; (სპიკერი: ლაშა ავალიანი)
  • ძაღლების ფსიქოლოგია; (სპიკერი: ნოდარ მანჩხაშვილი)
  • ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები; (სპიკერი: იასონ ბადრიძე)
  • ცხოველთა კონსერვაცია; (სპიკერი: ზურაბ გურიელიძე)
  • ცხოველთა პოპულაციის მართვის ზოგადი პრინციპები; (სპიკერი: ვახტანგ ლომჯარია)
  • ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები; (სპიკერი: თინათინ ჭავჭანიძე)
  • ზოონოზური დაავადებები; (სპიკერი: პაატა იმნაძე)
  • დემოდეკოზი და ლეიშმანიოზი; (სპიკერი: სოსო ბოჭორიშვილი)
  • ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია; (სპიკერი: დავით ნანობაშვილი)
  • კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები; (სპიკერები: ნინი რთველიაშვილი, ბელა მაღრაძე)
  • ძაღლების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები; (სპიკერი: თიკო კვალიაშვილი)
  • ცხოველებთან ურთიერთობის გავლენა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე.

    ლექციები ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, G კორპუსი (ვაკის პარკთან), საკონფერენციო დარბაზი - G106.

    ნახეთ ლოკაცია: https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/location/adgilmdebareoba/efghs-korpusebi

    კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ლექციებზე რეგისტრაციისათვის, გადადით ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScEiKH40bvM1xMT6Y62KS09H340IHqm2Q7CaaCM3OUVeSW_GQ/viewform

ლექციებზე დასწრება თავისუფალია.