სიახლეები
21 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექცია - ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების კურსი - „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ იწყება.

კურსის პირველი ლექცია, ,,ზოოფსიქოლოგიის ძირითადი პრინციპები“ დღეს, 17:00 საათზე, ილიაუნის G106 საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.
ნახეთ ლოკაცია: https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/location/adgilmdebareoba/efghs-korpusebi

ლექციას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯიპას პროფესორი, დალი ბერეკაშვილი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია:

• ზოოფსიქოლოგიის მოკლე ისტორია;
• აქვთ თუ არა ცხოველებს ინტელექტი;
• ლაბორატორიული ექსპერიმენტები;
• ახალი ჰორიზონტები - ლაბორატორიიდან გასვლა;
• მომიჯნავე მეცნიერებები - ეთოლოგია და ევოლუციური ფსიქოლოგია.

საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.