სიახლეები
23 ოქტომბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დაბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეორე ლექცია - ,,ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი“ ჩატარდება.

ნახეთ ლოკაცია: https://iliauni.edu.ge/…/lo…/adgilmdebareoba/efghs-korpusebi

ლექციას სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 
• ცოფი, როგორც ცოცხალი ორგანიზმი;
• ცოფის ისტორია;
• საქართველოში არსებული საკანონმდებლო ბაზა;
• ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები და მიღებული შედეგები;
• მითები ცოფთან მიმართებაში;
• ორალური ვაქცინაციის პრინციპები;
• სამომავლო გეგმები.

საჯარო ლექციები კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.