საჯარო ლექცია - ,,ძაღლების ფსიქოლოგია"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 1-ელ ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დაბაზში, საჯარო ლექციების კურსის მესამე ლექცია - ,,ძაღლების ფსიქოლოგია“ ჩატარდება.
ლექციას ძაღლების ფსიქოლოგი ნოდარ მანჩხაშვილი წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
• რა მეთოდები გამოვიყენოთ ძაღლის გასაწვრთნელად;
• ძაღლის პიროვნების ოთხი შემადგენელი ნაწილი;
• რა სჭირდება ძაღლს ადამიანისგან ყველაზე მეტად;
• კონკრეტული ძაღლების პრობლემების განხილვა და მათი მოგვარების გზების დასახვა.
საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.