სიახლეები
04 ნოემბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ცხოველთა კონსერვაცია"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 7 ნოემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დაბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეოთხე ლექცია - ,,ცხოველთა კონსერვაცია“ ჩატარდება.

ლექციას თბილისის ზოოპარკის დირექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 
• ცხოველების გადაშენების პრობლემა;
• სახეობებზე მოქმედი საფრთხეები;
• EX-SITU და IN SITU კონსერვაცია;
• რეინტროდუქცია და მასთან დაკავშირებული პრობლემები.

საჯარო ლექციები კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება, ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.