სიახლეები
02 დეკემბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ცხოველებში გავრცელებული დაავადებები - ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 5 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დაბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეხუთე ლექცია - ,,ცხოველებში გავრცელებული დაავადებები - ლეიშმანიოზი და დემოდეკოზი“ ჩატარდება.

ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარი სოსო ბოჭორიშვილი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 

• ცხოველებში გავრცელებული დაავადებების - ლეიშმანიოზისა და დემოდეკოზის ისტორია და სახეობები;
• დემოდეკოზის ფორმები და მათი დიაგნოსტიკა;
• დაავადებების გამომწვევი მიზეზები და გადაცემის გზები;
• დაავადებათა კონტროლი, პრევენცია და მკურნალობა;
• საერთაშორისო ღონისძიებები

საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.