საჯარო ლექცია - ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები''
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 10 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექციების კურსის მეექვსე ლექცია - ,,ცხოველთა კეთილდღეობა და უფლებები“ ჩატარდება.
ლექციას ცხოველთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე თინათინ ჭავჭანიძე წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
• ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღე, მისი მნიშვნელობა და ისტორია;
• რა განსხვავებაა ცხოველთა უფლებებისთვის ბრძოლასა და კეთილდღეობისთვის ბრძოლას შორის;
• ცხოველთა უფლებების დეკლარაცია, ევროპული კონვენციები, აქტივიზმის მიღწევები;
• ვეგეტარიანიზმის და ვეგანიზმის მნიშვნელობა კლიმატის ცვლილებებში.
საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.