სიახლეები
09 დეკემბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ზოონოზური დაავადებები"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 12 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეშვიდე ლექცია - ,,ზოონოზური დაავადებები“ ჩატარდება.

ლექციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ-ს პროფესორი პაატა იმნაძე წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 

- ადამიანებსა და ცხოველებში გავრცელებული დაავადებები;
- დაავადებების სიმპტომატიკა;
- კონკრეტული შემთხვევები საქართველოსა და მსოფლიოში;
- ზოონოზური დაავადებების გავრცელების სტატისტიკა.


საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.