სიახლეები
14 დეკემბერი
2018

საჯარო ლექცია - ,,ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 17 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მერვე ლექცია - ,,ხორცის მჭამელთა ჭირი, პარვოვირუსული ენტერიტი და ჭიებით ინვაზია“ ჩატარდება.

ლექციას ექიმი-ვეტერინარი დავით ნანობაშვილი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 

  • ჭიებით ინვაზია - სიმპტომები, მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • ხორცის მჭამელთა ჭირის ეტიოლოგია;
  • ჭირის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია;
  • პარვოვირუსული ენტერიტის ეტიოლოგია;
  • ენტერიტის დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.


საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.