სიახლეები
01 თებერვალი
2019

საჯარო ლექცია - ,,ძაღლის სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 4 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეცხრე ლექცია - ,,ძაღლის სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“ ჩატარდება.

➡ ლექციას ცხოველების მოყვარული, ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის მოხალისე თიკო კვალიაშვილი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია: 

  • რას ნიშნავს ცხოველის აყვანა;
  • რა უნდა იცოდეს და გაიაზროს ადამიანმა, რომელსაც ძაღლის აყვანა სურს;
  • ცხოველის პატრონის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა;
  • როგორ უნდა გაზარდო ძაღლი და მართო მისი ხასიათი;
  • რა პირობები უნდა შევუქმნათ ჩვენს ოთხფეხა მეგობარს.


საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.