სიახლეები
08 თებერვალი
2019

საჯარო ლექცია - ,,კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 11 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეათე ლექცია - ,,კატების სახლში ყოლის წესები და რეკომენდაციები“ ჩატარდება. 

ლექციას საქართველოს ფისომოყვარულთა კლუბის დამფუძნებლები - ნინი რთველიაშვილი და ბელა მაღრაძე წაიკითხავენ. 

ლექციის ძირითადი თემებია: 

  • რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ მოვემზადოთ კატის აყვანისათვის;
  • როგორ დავიცვათ ჩვენი კატების უსაფრთხოება ისე, რომ არ დავარღვიოთ მათი ქცევის გამოხატვის თავისუფლება;
  • მიუსაფარი კატების პრობლემები და სპეციფიკა საქართველოში;
  • მიუსაფარი კატების გადარჩენა და ფოსტერინგი; 
  • კატების პოპულაციის მართვის მნიშვნელობა.


საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.