საჯარო ლექცია - ,,ძაღლისებრნი, მგლები და გაველურებული ძაღლები"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 18 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეთერთმეტე ლექცია - ,,ძაღლისებრნი, მგლები, გაველურებული ძაღლები“ ჩატარდება.
ლექციას ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი იასონ ბადრიძე წაიკითხავს, რომელმაც მგლების ქცევების შესწავლის მიზნით, მგლების ოჯახთან ბუნებრივ გარემოში რამდენიმე თვე გაატარა.
ლექციის ძირითადი თემებია:
• მგლისებრთა ქცევის ფიზიოლოგიური მექანიზმები
• მგლისებრთა ოჯახის კომუნიკაციის მახასიათებლები
• ძაღლებისა და მგლების ხასიათის თავისებურებები
• მგლების ოჯახთან ცხოვრებისას მიღებული პირადი გამოცდილება
საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.