საჯარო ლექცია - ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 26 თებერვალს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის მეთორმეტე ლექცია - ,,ცხოველთან ურთიერთობა ადამიანის ასაკობრივი განვითარების კვალდაკვალ“ ჩატარდება.
ლექციას ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპიის სახლ ,,კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე წაიკითხავს.
საჯარო ლექციების კურსი - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ 13 ლექციას მოიცავს და მასზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.