სიახლეები
12 მარტი
2019

საჯარო ლექცია - ,,ძაღლების მოშენების პრინციპები"

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 15 მარტს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია - ,,ძაღლების მოშენების პრინციპები’’ ჩატარდება.

საჯარო ლექციას კინოლოგი და მომშენებელი სალომე მუჯირი წაიკითხავს.

ლექციის ძირითადი თემებია:

  • ძაღლისა და ადამიანის ურთიერთობის ისტორია;
  • შინაურ ცხოველთა პოპულაციის ზრდა და დღევანდელი რეალობა;
  • რა სხვაობაა ძაღლების მოშენებასა და უკონტროლო გამრავლებას შორის;
  • ვინ არის მომშენებელი;
  • მომშენებლის ეთიკა და პასუხისმგებლობა. 


საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.