საჯარო ლექცია - ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 25 მარტს, 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია - ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“ ჩატარდება.
საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
• ზოგადი ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ;
• საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები;
• გველების კატეგორიები და მათი ნიშან-თვისებები;
• გველებთან მოპყრობისა და უსაფრთხოების წესები;
• ქვეწარმავლების ფუნქცია ეკოსისტემის წონასწორობის შენარჩუნებაში
ლექციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ, სხვადასხვა სახეობის არაშხამიანი, უსაფრთხო ქვეწარმავალი ადგილზე ნახონ და ჰერპეტოლოგისაგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.
საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.