მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღე
4 აპრილს, 14:00 საათზე მსოფლიოს მიუსაფარ ცხოველთა დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში.
4 აპრილი - ეს არის დღე, როდესაც უნდა გამოვხატოთ თანაგრძნობა და მზრუნველობა მიუსაფარი ცხოველებისადმი და ვიმოქმედოთ მათ დასახმარებლად.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამ დღეს ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გეპატიჟებათ იმისათვის, რომ შევუერთდეთ დანარჩენ მსოფლიოს და საზოგადოების ყურადღება მიუსაფარი ცხოველების პრობლემებისა და საჭიროებებისაკენ მივმართოთ.
განსაკუთრებით ვეპატიჟებით ცხოველების პატარა მოყვარულებს, რომლებსაც თავშესაფარში ელოდებათ:
- ლეკვებთან ერთად ფრიზბით და ბურთით აქტივობები
- ლეკვებისა და კნუტების გამოკვება
- ცხოველების გასეირნება
- საკატის მოწყობა-შეღებვა
- ფერადი ცარცებით თავშესაფრის ტერიტორიის გალამაზება
- თავშესაფრის ბინადრებთან ერთად სამახსოვრო ფოტოების გადაღება
- ცხოველების გამოსახულებებით სახის მოხატვა
- ცხოველების გაჩუქების აქცია