საჯარო ლექცია - ,,ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 16 აპრილს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია - ,,ზოოპარკი და ცხოველთა კეთილდღეობა“ ჩატარდება.
საჯარო ლექციას თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
- „თბილისის ზოოპარკი საფრთხეში მყოფი სახეობების გადასარჩენად“ – თბილისის ზოოპარკის კონსერვაციული პროექტები;
- ცხოველთა დაცვა და შემოწირულობა – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბება, სოციალური პასუხისმგებლობის წახალისება;
- „კეთილი სურვილები“, თუ?... – ცხოველთა მოყვარულები და მათი „კეთილი“ სურვილები. სჭირდებათ თუ არა ცხოველებს ის, რაც სჭირდებათ ადამიანებს?
- „მაიმუნს რამდენად გაყიდით?“ – გარეული ცხოველი სახლში - საკუთარი სიამოვნება, თუ ცხოველის კეთილდღეობაზე ზრუნვა?
- ცხოველთა ყოფის გამდიდრება – ზოოპარკის პერმანენტული აქტივობები ცხოველების ყოველდღიურობის გასამრავალფეროვნებლად.
საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.