საჯარო ლექცია - ,,გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში"
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით, 30 აპრილს, 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში, საჯარო ლექციების კურსის - ,,ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მომდევნო ლექცია - ,,გაწვრთნილი ძაღლების როლი პოლიციის საქმიანობაში“ ჩატარდება.
საჯარო ლექციას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კინოლოგიის სამსახურის წარმომადგენელი მანუჩარ ბელქანია წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
• რა მეთოდებით ხდება ძაღლების გაწვრთნა და ნებისმიერი სუნის შესწავლა;
• რატომ ხდება სხვადასხვა ჯიშის ძაღლის შერჩევა პოლიციის სხვადასხვა კინოლოგიური სამსახურის საქმიანობაში;
• რა ასაკიდან იწყება ლეკვების გაწრთვნა, რას ასწავლიან და რამდენი ხანი გრძელდება წრთვნის პროცესი;
• სად ცხოვრობენ ძაღლები და როგორია მათი კვების რაციონი;
• ძაღლის მუშაობის რესურსი და რა ხდება რესურსის ამოწურვის შემდეგ;
• ძაღლების საშუალებით ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, ან სხვა შედეგი;
• ძაღლების მონაწილეობით გახსნილი დანაშაულების რეალური ფაქტები.
საჯარო ლექციების კურსზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კურსის დასრულების შემდეგ, მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.