სიახლეები
24 სექტემბერი
2019

შეხვედრა ნავთლუღის მოსახლეობასთან

საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია ნავთლუღის მოსახლეობას შეხვდება.

შეხვედრის განმავლობაში, მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკა;
  • კასტრაცია-სტერილიზაციის უპირატესობები;
  • ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
  • საკანონმდებლო რეგულაციები;
  • ცხოველის პატრონის უფლებები და მოვალეობები;
  • ცოფის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები და სხვა.

შეხვედრა ისნის რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდება და მას რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე დაესწრება.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორი ადგილობრივ პრობლემებს გაეცნობა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში იგეგმება. ჩვენი თხოვნაა, ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად აცნობიერებთ პრობლემის მასშტაბურობას, ჩაერთოთ ამ პროცესში. ამ ეტაპზე მთავარი პრობლემებია - ინფორმაციის უქონლობა და ცრუ წარმოდგენები კასტრაცია-სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგთან დაკავშირებით.

ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობის ფართო ფენებამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია ამ პროცესის უსაფრთხოებისა და სარგებლიანობის შესახებ.

ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების მთავარი იარაღია.