სიახლეები
14 თებერვალი
2020

შეხვედრა ვარკეთილის მოსახლეობასთან

17 თებერვალს, 10:00 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი ვახტანგ ლომჯარია ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდება.

შეხვედრის განმავლობაში, მოსახლეობა მიიღებს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის პოლიტიკა;
კასტრაცია-სტერილიზაციის უპირატესობები;
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები;
საკანონმდებლო რეგულაციები;
ცხოველის პატრონის უფლებები და მოვალეობები;
ცოფის ვირუსის პრევენციული ღონისძიებები და სხვა.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე დაესწრებიან.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს დირექტორი ადგილობრივ პრობლემებს გაეცნობა და მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხებს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები თბილისის ყველა რაიონში იგეგმება.
ჩვენი თხოვნაა, ის ადამიანები, ვინც ყველაზე მეტად აცნობიერებთ პრობლემის მასშტაბურობას, ჩაერთოთ ამ პროცესში.
ამ ეტაპზე მთავარი პრობლემებია - ინფორმაციის უქონლობა და ცრუ წარმოდგენები კასტრაცია-სტერილიზაციის ნეგატიურ შედეგთან დაკავშირებით.
ჩვენი ამოცანაა, ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ სწორი ინფორმაცია ამ პროცესის უსაფრთხოებისა და სარგებლიანობის შესახებ.
ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარების მთავარი იარაღია.

ადგილი: ვარკეთილი 3, მესამე ა მიკრორაიონი. თაყაიშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სკვერი.