1. ცხოველების დაჭერა-გაყვანა ამ წესის მიზნებისთვის გულისხმობს სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, სპეციალური აღჭურვილობით და ავტოტრანსპორტით, პირის განცხადებისა და ამ წესით განსაზღვრული საფასურის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებებს, რომლებიც მოიცავს უმეთვალყურეო ცხოველების:
ა) დაჭერას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მეთოდებით;
ბ) გაყვანას ტერიტორიიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მეთოდებით;
გ) გაშვებას მიმდებარე ან სხვა მიზანშეწონილ ტერიტორიაზე, ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს.
2. დაჭერა-გაყვანას ექვემდებარებიან მხოლოდ ის ცხოველები, რომელთა დაჭერა სცილდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა სავალდებულო დაჭერის საფუძვლებს, მაგრამ მესაკუთრეს არ სურს უმეთვალყურეო ცხოველების ყოფნა მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საერთო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა).
3.სააგენტო არ აგებს პასუხს ამ მუხლის საფუძველზე დაჭერილი და ტერიტორიიდან გაყვანილი ცხოველების იგივე ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაში და მათი გაყვანისთვის გადახდილი საფასური უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.
4. სააგენტოს მიერ ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) ძაღლის დაჭერა-გაყვანა - 40 ლარი;
ბ) კატის დაჭერა-გაყვანა - 30 ლარი;
გ) მსხვილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა - 100 ლარი;
დ) წვრილფეხა პირუტყვის დაჭერა-გაყვანა - 60 ლარი.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ცხოველების დაჭერა-გაყვანის საფასური არ ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებიდან დასაჭერ/გასაყვან უმეთვალყურეო ცხოველებზე.