სიახლეები
23 მაისი
2020

მაშველებმა კიდევ ერთი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე, კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი ამოიყვანეს.

კორპუსის მცხოვრებლებს კნუტის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა მის ადგილმდებარეობას ვერ მიაკვლიეს. სააგენტოს ცხელი ხაზის მეშვეობით, გასაჭირში მყოფი კნუტის შესახებ შეგვატყობინეს. ადგილზე გამოცხადებულმა მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კნუტის მდებარეობა ზუსტად განსაზღვრეს. მის გამოსაყვანად კედლის გამონგრევა დასჭირდათ.

უსაფრთხოდ გამოყვანილ კნუტზე ადგილობრივი მოსახლეობა იზრუნებს.