ტრავმირებული ძაღლი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ეკიპაჟმა დიდუბის რაიონიდან მუნიციპალურ თავშესაფარში მძიმე ტრავმის მქონე ძაღლი გადაიყვანა.
ძაღლს წინა კიდურის კანქვეშა რბილი ქსოვილების სერიოზული დაზიანება აღენიშნებოდა. ცხოველმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, რის გამოც გადაუდებელ ვეტერინარულ ჩარევას საჭიროებდა. სააგენტოს ვეტერინარებმა ცხოველს ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, დაუმუშავეს და გაუკერეს ჭრილობა.
ჩატარებული მკურნალობისა და სათანადო მოვლის შემდეგ ძაღლი ვეტერინარების აქტიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო აგრძელებს ზრუნვას მიუსაფარი ცხოველების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.
დახმარების საჭიროების მქონე ცხოველის შემჩნევის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ 112-ზე.