ანტირაბიული ვაქცინაცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ისნის რაიონში მიუსაფარ ცხოველებს ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარდათ.
ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ცხოველებს წელიწადში ერთხელ უკეთდებათ. განმეორებითი ვაქცინაცია ინდივიდუალურად, წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ტარდება.
ანტირაბიული ვაქცინაციის პროგრამა როგორც ადამიანების, ისე ცხოველების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისკენაა მიმართული. მსგავსი პრევენციული ღონისძიებები ცოფის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.