სიახლეები
29 ოქტომბერი
2026

სააგენტომ ხის სახლები სხვადასხვამისამართზე განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიუსაფარი ძაღლებისათვის ხის სახლები დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე განათავსა.

პროექტი მიზნად ისახავს მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვას, მათი მიმკედლებლების მხარდაჭერასა და მიუსაფარი ცხოველებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
ამასთანავე, ინიციატივა ხელს უწყობს პროცესში კერძო სექტორის ჩართულობასა და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებას.