სიახლეები
19 მაისი
2020

მაშველებმა კნუტი ხიდან ჩამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა 6-7 მეტრი სიმაღლის ხიდან კნუტი ჩამოიყვანეს. როგორც ინიციატორმა ჩვენს მაშველებს განუცხადა, ფისო რამდენიმე საათის განმავლობაში ხიდან ჩამოსვლას უშედეგოდ ცდილობდა.

მაშველებმა კნუტი ხიდან უვნებლად ჩამოიყვანეს და ბუნებრივ არეალს დაუბრუნეს.