სიახლეები
19 ივნისი
2020

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

მთავარია გვამცნოთ, რომ ფისო საჰაერო მილშია და მალევე დარწმუნდებით ცხოველთა მონიტორინგის სააგეტნოს მაშველების ყოვლისშემძლეობაში. რამდენიმე საათის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომლის მეშვეობითაც მოქალაქე განსაცდელში მყოფი კნუტის დახმარებას გვთხოვდა. 

ეკიპაჟის წევრები მალევე გამოცხადდნენ მისამართზე. ინიციატორთან გასაუბრების შემდეგ გაირკვა, რომ კნუტის ხმა სამი დღე-ღამის განმავლობაში ისმოდა კორპუსის ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინის კედლიდან. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, კნუტის მდებარეობა განსაზღვრეს, რისთვისაც კედლის გამონგრევა რამდენიმე ადგილზე დასჭირდათ.

მოთმინებით მომლოდინე ფისო მაშველებმა კედლიდან უვნებლად გამოიყვანეს და შემდგომი რეაბილიტაციისათვის თავშესაფარში გადაიყვანეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მომართვის საფუძველზე, ცხოველები უვნებლად აგრძელებენ ცხოვრებას და ასევე, მაშველებს, რომლებიც ნებისმიერ ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების კეთილდღეობისათვის.