სიახლეები
06 ივლისი
2020

მაშველებმა კნუტი განსაცდელისგან იხსნეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე გასაჭირში მყოფ კნუტს დახმარება აღმოუჩინეს. ჩვენმა მაშველებმა კნუტი ხიდან ამწე კალათის მეშვეობით იხსნეს და თავის პირვანდელ საცხოვრებელს დაუბრუნეს.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მომართვის საფუძველზე, ცხოველები უვნებლად აგრძელებენ ცხოვრებას.