სიახლეები
08 ივლისი
2020

მაშველებმა კნუტს დახმარება აღმოუჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე, გასაჭირში მყოფ კნუტს დახმარება აღმოუჩინეს. გორგასლის ქუჩაზე, რესტორანი კრწანისის სარდაფიდან გამავალ რკინის კონსტრუქციაში გაჭედილი კნუტი რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. რესტორნის თანამშრომლებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს ვერ მიაკვლიეს.

ჩვენმა მაშველებმა კნუტი უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს. დღეიდან მასზე რესტორანი „კრწანისის“ თანამშრომლები იზრუნებენ.