სიახლეები
07 აგვისტო
2020

შეხვედრა კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლებთან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარე კვირას კინოლოგიური ორგანიზაციებისა და ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია გაიმართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა სფეროს მარეგულიებელი კანონის პროექტის შესახებ იმსჯელეს.

სააგენტო ყველა დაინტერესებულ პირთან თანამშრომლობასა და დიალოგისთვის ღიაა. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება, რათა კანონპროექტის პარლამენტში წარდგენამდე, მოხდეს მისი სრულყოფა და შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინება.