სიახლეები
29 ივლისი
2020

მაშველები კიდევ ერთ ცხოველს დაეხმარნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. როგორც ინიციატორმა მაშველებს განუცხადა, ძაღლის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელის მიკვლევა ვერ მოხერხდა. 

ძაღლი ბეთანიის სათხილამურო გზის დამრეცი ნაწილიდან გადავარდა, საიდანაც დამოუკიდებლად ვერ ამოვიდა. მაშველებმა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს და ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს.