ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების ანტირაბიული ვაქცინაცია, დედაქალაქის მასშტაბით, 2 მისამართზე ვაკის პარკსა და დიღმის ტყე-პარკში ჩაატარა.
ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ცხოველებისთვის ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაეტარებინათ. ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობაში დაავადებაზე ცნობიერების დონის ამაღლებას, ინფორმაციის ფართო გავრცელებას სიცოცხლის გადასარჩენად.
ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ, ყოველწლიური რევაქცინაცა როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.
2019 წლის მონაცემებით ცხოველთა ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია ჯამში 6 540 ცხოველს ჩაუტარდა. სააგენტოს ხელმძღვანელობასთან ერთად ღონისძიებას ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დავით კვინიკაძე და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#RabiesEndsHere #Zeroby30 #Rabies #RabiesAlliance