სიახლეები
25 სექტემბერი
2020

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო 28 სექტემბერს, ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით, 2 მისამართზე ჩაატარებს. ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შესაძლებლობა გექნებათ ცხოველებს ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტაროთ.


სააგენტოს ავტომობილი მისამართებზე განრიგში მითითებულ დროს მივა და ერთ მისამართზე ცხოველებს საათ-ნახევრის განმავლობაში მოემსახურება.

1. ვაკის პარკი - 12:00 სთ
2. დიღმის ტყე-პარკი - 13:30 სთ


მოგახსენებთ, რომ მიუსაფარი ცხოველების ბოლო ვაქცინაციის ზუსტი თარიღის დადგენის მიზნით, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სააგენტოს ცხელ ხაზზე - 032 2 421 424 და ამის შემდეგ მოიყვანონ ცხოველები ვაქცინაციის ჩასატარებლად მათთვის ხელსაყრელ მისამართზე. გამომდინარე იქედან, რომ ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უნდა ჩაუტარდეს, რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით მოხდება.


ანტირაბიული ვაქცინაცია და შემდეგ, ყოველწლიური რევაქცინაცა როგორც ძაღლებისა და კატებისათვის ცოფის მიმართ მდგრადი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისათვის, ასევე, ვირუსის პრევენციისათვის მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიზანს მოსახლეობისა და ცხოველების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა წარმოადგენს.

#RabiesEndsHere
#Zeroby30
#Rabies
#RabiesAlliance