მაშველებმა კატას დახმარება აღმოუჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე, გასაჭირში მყოფ კატას დახმარება აღმოუჩინეს. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რკინის კონსტრუქციაში გაჭედილი კატა რამდენიმე დღის განმავლობაში ტერიტორიიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა. მეთევზეებს მისი ხმა ესმოდათ, თუმცა დახმარება თავად ვერ შეძლეს.
ჩვენმა მაშველებმა კატა უვნებლად დაუბრუნეს ბუნებრივ არეალს. დღეიდან მასზე ადგილობრივი მოსახლეობა იზრუნებს.