მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს მშრალი საკვები გადაეცათ
მიუსაფარი ძაღლების მიმკედლებლებსა და მათზე მზრუნველ ადამიანებს მშრალი საკვები გადაეცათ.
ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები სააგენტოს კომპანია ,,ზოომარტმა“ გადასცა, რომელიც, აქციის სახით, ორ ეტაპად დარიგდა.
პირველი აქცია გასული წლის დეკემბერში გაიმართა. მეორე ეტაპზე კი პროდუქტი იმ ადამიანებს გაუნაწილდათ, რომლებმაც მანამდე საკვები ვერ აიღეს. აქციით ისარგებლეს მოქალაქეებმაც, რომლებმაც მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი ცხოველების მონაცემები სააგენტოს გაუგზავნეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, პანდემიის პირობებში მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველობისათვის, „ზოომარტს“ მადლობას უხდის. ასევე, მადლიერებას გამოვხატავთ აქციაში ჩართული ადამიანებისადმი, რომელთა ცხოველების კეთილდღეობისათვის გაწეული ძალისხმევა შეუფასებელია.