სიახლეები
16 მარტი
2021

მაშველები კატას დაეხმარნენ

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველები, ვაზისუბნის დასახლებაში, კატას დაეხმარნენ.
როგორც ინიციატორმა თქვა, ის, ორი დღის განმავლობაში, დაახლოებით, ექვსმეტრიანი ხიდან უშედეგოდ ცდილობდა ჩამოსვლას.
მაშველებმა კატა ხიდან ამწე კალათის მეშვეობით ჩამოიყვანეს და მის საცხოვრებელ არეალს დაუბრუნეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომელთა მომართვის საფუძველზე, დედაქალაქის ბინადარი მიუსაფარი ცხოველები ცხოვრებას უვნებლად განაგრძობენ.