მაშველებმა 8-10 მეტრის კონსტრუქციის სახურავიდან კატა ამოიყვანეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა უზნაძის ქუჩაზე მშენებარე საავადმყოფოს გარე ფასადის 8-10 მეტრის კონსტრუქციის სახურავიდან მიუსაფარი კატა ამოიყვანეს.
ობიექტის მშენებლებმა ცხოველის დასახმარებლად სააგენტოს მიმართეს. ისინი თავიანთი ძალებით კატის გამოყვანას ორი დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.
მაშველებმა ცხოველი პოპულაციის მართვის მიზნით, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს. სტერილიზაციის შემდეგ, ის კვლავ თავის საცხოვრებელ არეალს დაუბრუნდება.