4 აპრილს მსოფლიო მიუსაფარი ცხოველების დღეს აღნიშნავს
4 აპრილს მსოფლიო მიუსაფარი ცხოველების დღეს აღნიშნავს.
ცხოველთა მონიტორნიგის სააგენტომ, ევროპული ქვეყნების მსგავსად, მიუსაფარი ცხოველების დღე სხვადასხვა აქტივობით აღნიშნა.
დედაქალაქის მასშტაბით ქუჩის ბინადარი ძაღლებისათვის კიდევ რამდენიმე სახლი დაიდგა.
მიუსაფარ ცხოველთა მსოფლიო დღე 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღეს ცხოველების მოყვარული ადამიანები და მათი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებას ემპათიისაკენ მოუწოდებენ, სტერილიზაციის საინფორმაციო კამპანიას ეწევიან და ცხოველების დასაბინავებლად სხვადასხვა ღონისძიებას აწყობენ.