სიახლეები
20 აპრილი
2021

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულზე საკანალიზაციო მილიდან კნუტი ამოიყვანეს.

სააგენტოს დახმარებისათვის ბინის მეპატრონემ მიმართა, რომლის თქმით, კნუტის ხმა ორი დღის განმავლობაში ისმოდა. მაშველებმა მისი ადგილმდებარეობა განსაზღვრეს, კედელი გამოტეხეს და საფრთხეში მყოფი ცხოველი მთავარი საკანალიზაციო მილიდან უვნებლად ამოიყვანეს.

კნუტისთვის ეს შემთხვევა იღბლიანი აღმოჩნდა. ის დღეიდან ამავე ბინაში უკვე პატრონთან ერთად იცხოვრებს