სიახლეები
21 აპრილი
2021

მაშველებმა ორი კნუტი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ყიფშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნილი ორი კნუტი გადაარჩინეს.
 
დგილობრივი მოსახლეობის თქმით, კნუტების ხმა შახტიდან გუშინ საღამოს შემდეგ ესმოდათ. მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობის დახმარებით, ერთი კნუტი კორპუსის საძირკვლიდან, ხოლო მეორე - მეექვსე სართულზე შახტიდან გამოიყვანეს.
 
ახლა კნუტები უსაფრთხოდ და პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ცხოველებზე მზრუნველობის პასუხისმგებლობა აიღო მოქალაქემ, რომელმაც მათი დახმარებისათვის სააგენტოს მიმართა.