სიახლეები
24 აპრილი
2021

დღეს მსოფლიოში ვეტერინარების დღე აღინიშნება

დღეს მსოფლიოში ვეტერინარების დღე აღინიშნება.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ყველა ვეტერინარს პროფესიულ დღეს ულოცავს. გისურვებთ ბევრი ცხოველის გამოჯანმრთელებას.

განსაკუთრებით ვულოცავთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმ-ვეტერინარებს, რომელთაც გასული წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებში, 5 000-მდე სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია ჩაატარეს და 1 300-ზე მეტ ტრავმირებულ ცხოველს დაეხმარნენ.

საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური ვეტერინარი ემსახურება ცხოველების ჯანმრთელობას. ხშირ შემთხვევაში, ისინი მიუსაფარ ცხოველებს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან.

ვეტერინარების საერთაშორისო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად აპრილის თვის ბოლო შაბათს აღინიშნება.

ამ დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვა აქვს და მისი გზავნილი საზოგადოებისადმი ყოველწლიურად იცვლება. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის წლევანდელი თემაა - „ვეტერინარების მზაობა კოვიდ-19-ის კრიზისისადმი“.

მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს ყველა იმ ვეტერინარის წვლილს, რომლებიც ცხოველების კეთილდღეობაზე სხვადასხვა გზით ზრუნავენ. ხოლო იმ ვეტერინარულ დაწესებულებას, რომელიც კოვიდპანდემიის პირობებში პროფესიულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მტკიცებულებებს წარადგენენ, ვეტერინარიის მსოფლიო დღის ჯილდო გადაეცემა