სიახლეები
13 მაისი
2021

მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს

მაშველებმა ხიდისთავის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის საწვიმარ მილში გაჭედილი კნუტი უვნებლად ამოიყვანეს და ბუნებრივ არეალში დააბრუნეს.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.