მაშველებმა კნუტი გადაარჩინეს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, საცხოვრებელი კორპუსის საჰაერო მილში ჩავარდნილი კნუტი ამოიყვანეს.
მაშველებმა ცხოველის მდებარეობა განსაზღვრეს და ის მეექვსე სართულის ერთ-ერთი ბინის აბაზანის საჰაერო მილიდან, თოკების დახმარებით ამოიყვანეს. საბედნიეროდ, ხშირად ასეთ შემთხვევებს ბედნიერი ფინალი აქვს. გადარჩენილი კნუტი ამავე კორპუსში, პირველ სართულზე, უკვე პატრონთან ერთად იცხოვრებს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან