სიახლეები
31 მაისი
2021

მაშველებმა ჭიდან კნუტი ამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა, პაატა სააკაძის ქუჩაზე, წყალარინების ჭაში ჩავარდნილი კნუტი გადაარჩინეს.
 
მაშველებმა კნუტის ადგილმდებარეობა განსაზღვრეს და უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.