სიახლეები
18 ივნისი
2021

მაშველებმა ავტომობილის სავალ ნაწილებში გაჭედილი კნუტი გამოიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ავტომობილის სავალ ნაწილებში გაჭედილი კნუტი პატრონთან დააბრუნეს.
ავტომობილის მეპატრონის თქმით, კნუტის ხმა ორი დღის განმავლობაში ისმოდა, მაგრამ ვერ იპოვეს. მაშველებმა ცხოველის ადგილმდებარეობა განსაზღვრეს და უსაფრთხოდ ამოიყვანეს.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.