სიახლეები
07 ივლისი
2021

საკონსულტაციო შეხვედრა ვეტერინარებთან

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმი-ვეტერინარები გლდანის პირველ მიკრორაიონში, მე-14, მე-15 და 21-ე კორპუსებთან მდებარე სკვერში, ცხოველების მეპატრონეებსა და მიმკედლებლებს შეხვდნენ.
 
ვეტერინარებმა ცხოველებს უფასო კონსულტაცია გაუწიეს და საჭიროებისამებრ ანტირაბიული ვაქცინაცია ჩაუტარეს.
შეხვედრები პროექტის ფარგლებში ტარდება, რომლის მიზანია ცხოველებზე მზრუნველი ადამიანებისათვის ვეტერინართან კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, პრობლემატურ საკითხებზე ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება.
 
საკონსულტაციო შეხვედრები დედაქალაქის მასშტაბით ყველა რაიონში სხვადასხვა მისამართზე ჩატარდება.