სახლები ბუკიას ბაღის ძაღლებისთვის
ცხოველთა მონიტორნიგის სააგენტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობასთან ერთად, ხის სახლები ამჯერად ბუკიას ბაღის ბინადარ ძაღლებს დაუდგა.
აქტივობაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკა ქობულაძემ და ცხოველების მიმკედლებლებლებმა მიიღეს მონაწილეობა.
,,დედაქალაქის უბნებში სულ უფრო ხშირად შეხვდებით მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილ სახლებს. ეს მხოლოდ სააგენტოს დამსახურება არ არის. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის ძალისხმევა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ყოველდღიურად მზრუნველობას უწევს ქუჩაში ბინადარ ცხოველებს. ისინი თავიანთი ხელით აკეთებენ ასეთ პატარა სახლებს, სადაც ყინვაში და სიცხეში ძაღლებს თავის შეფარება შეუძლიათ. ასევე, კვებავენ და მკურნალობენ მათ.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თავის მხრივ, სააგენტო ცხოველებისა და მათზე მზრუვნელი ადამიანებისათვის სასარგებლო პროგრამებს მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს,“ - აღნიშნა ქობულაძემ.