სიახლეები
28 სექტემბერი
2021

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება.
 
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ამ დღესთან დაკავშირებით, შინაური ცხოველების ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინაცია დედაქალაქის მასშტაბით 5 მისამართზე ჩაატარა.
 
მეპატრონეებმა, მიმკედლებლება და დაინტერესებულა მოქალაქეებმა ცხოველებს (ძაღლი/კატა) ანტირაბიული აცრა უფასოდ ჩაუტარეს ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში, ვერის ბაღში, მირიან მეფის N102-თან მდებარე სკვერში, ბუკიას ბაღსა და გლდანის მესამე მიკრორაიონში მდებარე სკვერში.
 
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ვირუსთან დაკავშირებით მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
 
ცოფის ინფექცია განუკურნებელია. შესაძლებელია ავადობის მხოლოდ პრევენცია. ჩვენი ოთხფეხა მეგობრების, ძაღლებისა და კატების ყოველწლიური ანტირაბიული ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პრევენციული ღონისძიებაა არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისათვის.
 
მიმდინარე წელს (აგვისტოს ჩათვლით) სააგენტომ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჯამში 5 000-მდე ცხოველს ჩაუტარა.