გერმანელი კინოლოგები თავშესაფარში
ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს გერმანელი კინოლოგ-ვეტერინარები - მეიკე შვარცველერი და დანიელ ჰარტერი ეწვივნენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
გერმანელმა კინოლოგებმა სააგენტოს თანამშრომლებს ევროპული გამოცდილება გაუზიარეს, ცხოველების ქცევის მართვასთან დაკავშირებული კონკრეტული შემთხვევები განიხილეს და რეკომენდაციები გასცეს.
ჰარპერმა გერმანიაში კინოლოგიის ასოციაციაზე, ასევე, უნივერსიტეტების კინოლოგიის შემსწავლელ კურსებზე ისაუბრა და საქართველოში ანალოგიური სასწავლო პროგრამების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
,,გერმანიამ უკვე გაიარა ის პროცესი, რომელსაც საქართველო დღეს გადის, როგორც პოპულაციის მართვის, ასევე, კანონმდებლობის მოწესრიგების თვალსაზრისით. კვალიფიციური ვეტერინარებისა და კინოლოგების ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, სააგენტოსთან ერთად ვიმუშავოთ ადგილობრივი კინოლოგების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით .“- აღნიშნა ჰარტერმა.